ღირს მთლიანი ქართული ენის შესწავლა და გასიგრძეგანება, რომ შემდგომ აღგაფრთოვანოს ავტორის წერის მანერამ, როგორ შეუძლია ადამიანს ასე გენიალურად აღწეროს ემოცია და მიუხედავად იმისა, რამდენი საერთო აღმოგაჩნდებათ შენ და ზებულონს, იგრძნო, რამდენად შენნაირია, უმარტივესი მიზეზით, რომ ისიც ადამიანია.
არსაიდან გამოჩენილი მონოლოგებით დაუჯაბნელია ჯემალ ქარჩხაძე. ქართველი მწერლები არიან ჩემი გულისა და სულის "მტრები!"
პირველი წიგნია, რომელმაც ცრემლების კორეანტელში გამომატარა ჯემალ ქარჩხაზე და მისი შემოქმედება, რომ სასწაულია არაერთი მკითხველისაგან მსმენია ეს და ახლა როცა ნელნელა ვეცნობი მის შემოქმედებას, მეც ვრწმუნდები ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში. "ზებულონი" კი არ ვიცი სიტყვები ვერ აღწერს იმ ემოციებს, რომლებიც ამ წიგნის კითხვისას განვიცადე! ადამიანის გულის განმგმირავი, სულის ამწიოკებელი, ენით აღუწერელი სპეტაკი ისტორიის მთხრობელი და გენიალური ნაწარმოებია!
სიამაყით განვიმსჭვალები, როდესაც ადამიანს ვეტყვი მე "ზებულონი" წაკითხული მაქვსმეთქი. ეჰ,ზებულონ,ზებულონ! დრო ავი იყო, ქვეყანა გავერანებული. ყოველი მხრიდან მტრით გარშემორტყმული პატარა კუთხე გააფთრებით იბრძოდა თავისუფლების შესანარჩუნებლად. უცხო თვალისთვის ასეთი უიმედ ბრძოლა იქნებ ღიმილის მომგვრელი უგუნურობა იყოს, მაგრამ ქართველებს მაშინ დანებება არ უყვარდათ,
სახელს ზომაზე მეტ ფასს ადებდნენ და უმალ ხმალს შეუშვერდნენ კისერს, ვიდრე უღელს. " ასეთი ემოციური წიგნი იშვიათად წამიკითხავს და მიხარია, რომ წელი ასე კარგად დავიწყე. ბრავო.
,ჩანს მართალია, რომ მზეჭაბუკები მარტო ზღაპრებში ყოფილან მაშ, მშვიდობით ბაყბაყდევო. " ამ წიგნს სკოლაში რატომ არ ასწავლიან მარტო ეს მაინტერესებს ქართველობა ჩვენი ხმალია და ქრისტიანობა ჩვენი ფარი. ვისთვისაც ღმერთს ფარისა და ხმლის მეტი არა მიუცია რა ის მეომარია და ძალიანაც რომ ეგულმძიმებოდეს უნდა იომოს. ჩვენი მიწაწყალი მცირეა და გამუდმებული დარაჯობა სჭირდება. პატარა ქვეყანა დიდი სატკივარია. ჩვენი ქვეყანა კი იმდენად პატარაა ხლები რომ გაშალო თავბოლოს მიწვდები. ასეთ ქვეყანას სხეულივით უნდა გრძნობდე და როცა შენს მიწაზე უცხო მოძალადე დადის ისე უნდა გტკიოდეს თითქოს შენს სხეულს თელავდეს. ქარჩხაძეს შეუძლია განზე გადგეს და ისე მოგვიყვეს რთული ემოციების და ადამიანური ამბების შესახებ. ეს მართლაც სტოიკური აქტი მსოფლიო დონის მწერლებში ახვედრებს მას ისე აღწერას ადამიანის გრძნობებს და ემოციებს, თავი ზებულონი გგონია და შენც მასთან ერთად განიცდი. გენიალური ნაწარმოებია. მეტ დაფასეფას და ყურადღებას იმსახურებს ჩემი აზრით ჯემალ ქარჩხაძე. “ზებულონი ვერ მიხვდა,რომ ეს მისი ზღაპარი იყო,ამიტომაც,როგორც იპოვა,ისევე დაკარგა”
გული მტკივა.
ქარჩხაძის წერის სტილი,როგორც ყოველთვის,ამ წიგნშიც გამორჩეულია და პიროვნების სულის გამოძახილს ზედმიწევნით აღწერს. ზებულონი არის ადამიანი,რომელმაც იძია შური სხვათა მოთხოვნის გამო,ის,ვისაც მოუწია დაეთმო ძვირფასი რამ სამშობლოსათვის. ინდივიდი,რომელიც დაიბადა ერთ ად,მაგრამ მრავალი სიკვდილის განცდის შემდეგ არაერთხელ იშვა ხელახლა.
“ისევ აიქნია ჯადოსნური კვერთხი კუდიანმა დედაბერმა და ზებულონის ორი ღამე,როგორც ერთიმეორეზე მიჯრით მიდგმული ორი მთა,კვლავ დაცალკევდნენ და შუაში თვალუწვდენელი უფსკრული გაიჩინეს”
ზებულონი,რომლის ცხოვრებაც ბედის გადაბმულმა ჩარხებმა თავის ჭკუაზე დაატრიალა,თავისი თავის ხედ წარმოდგენის საამური შეგრძნებიდან ნადირად გახდომის დაუოკებელ სურვილამდე მიდის. შემდეგ კი ისევ განაგრძობს გზას,რადგან წუთისოფელი ასე მარტივად დანებების საშუალებას ყველას როდი აძლევს.
დიდი გზა გაიარა,უამრავი ბრძოლა გადაიტანა და მიუხედავად, მის ირგვლივ არსებული კოშმარებისა,მასში ჯერ კიდევ დარჩა ადამიანური ბუნების სისასტიკით გაოგნებული ბავშვი,რომელსაც ზებულონის მიერ გაცნობიერებულად თუ გაოცნობიერებულად ჩადენილი სისუსტეები ყრუდ სტკიოდა.
ამბის ბოლოს ყველაფერი ზუსტად ისე ეწყობა,როგორადაც უნდა ყოფილიყო.
ზებულონი კარგავს თავის ზღაპარს,მაგრამ სხვანაირად შეუძლებელიც კი იყო გენიოსია ეს კაცი. მიყვარს ის შეგრძნება, წიგნს რომ ამთავრებ, დივანზე სიამოვნების ღიმილით რომ მიწვები იმის მიუხედავად მოგკლა, გაწამა თუ გული ამოგგლიჯა და აანალიზებ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი მოგეწონა კონკრეტულ წიგნში, წერის სტილიდან დაწყებული, უსაზღვროდ ჩამთრევი, თვალმოუშორებლად წასაკითხი ამბით დამთავრებული.
ქარჩხაძე იმედებს არ აცრუებს. "დიდი ამბები დატრიალდა ქართლში. დიდი ამბები დატრიალდა ზებულონის გულშიც. და არავინ უწყის, ამ ამბებთაგან რომელი უფრო დიდი იყო. " როგორც ყოველთვის ქარჩხაძე გლიჯავს. . და გწვავს. . მაგრამ ალბათ ამ წიგნს გულთან ყველაზე მეტად ის ადამიანები მიიტანენ ვისაც მართლა მაგრად უყვართ სამშობლო. . ამით არაფერს არ ვამბობ, მაგრამ მე რომანის დასასრულმა ჩამწვა, ჩამწყვიტა, ჩამითუთქა და დამრთგუნა. . რაც მთავარია. . მართლა და რა არის შენი ქვეყანა ისეთი, რომ ყველაფერი წაგართვას და არაფერი დაგიტოვოს რა უფლება აქვს ამის როდესაც შენ, ზებულონი ბავშვობიდან ერიყები თანატოლებს და მუდმივად სულიერების და საწყისის ძიებაში ხარ, როდესაც გაინტერესებს არა შენხელებთან გართობა არამედ, ის თუ რატომაა ცა ცისფერი და ა. შ. შენ იკვლევ სამყაროს და შენი გონება მუდმივ განვითარებას მოითხოვს, მაგრამ ბედისწერათუკი არსებობს, და მე მაინც მგონია რომ მას ჩვენვე ვქმნით ერთი ხელის მოსმით გიცვლის ცხოვრების გეზზს. . ბოლოს წიგნისა და განათლების მაგივრად ხმალი და უამრავი ადამიანის სისხლი შეგრჩება. . მთელი ცხოვრება ერთ მიზანს ემსახურები შენს სამშობლოს და ამას მაინც ცოტა თუ ხედავს, ცოტა თუ აფასებს. . შენ რაოდენ კეთილ საქმეს არ უნდა სჩადიოდე მაინც გაგიჩნდება მტერი ცუდას რათ უნდა მტერობაო. . ნათქვამი აქვს ერთ გენიოსს. . და ბოლოს მაინც როდესაც სიკვდილს შეხვდები, ჩაგივლის მთელი განვლილი ცხოვრება და სიყვარული, ტრაგიკული სიყვარული გახსენდება, რომელსაც სამშობლოს სამსახური ამჯობინე. . და ზებულონმა გააკეთა არჩევანი. . მძიმე, რთული, მაგრამ ალბათ მაინც სწორი. . ეს წიგნი რჩეულ ადამიანზეა, რომელმაც თავის ხალხს მთელი ცხოვრება შესწირა და როგორც კათალიკოსი იტყოდა, მას რომ ნესტანი მოეტაცებინა და სამშობლო მიეტოვებინა მაინც ვერ იქნებოდა ბედნიერი. . ასე რომ ზებულონმა სწორი არჩევანი გააკეთა და მისი ტრაგედიით ქვეყანამ ისარგებლა ზებულონი გამორჩეული ადამიანია და სწორედ ასეთებზე დგას ქვეყანა და არა მეფეებზე, თავადებზე და ა. შ. შემთხვევითი ისიც არაა, რომ ქარჩხაძემ ისტორიული კონტექსტი მხოლოდ შესანიღბად, "საკმაზად" გამოიყენა და არცერთი ნამდვილი პიროვნება
არ გამოიყვანა სიუჟეტში. . საერთოდ არ ახსენა "ბაგრატიონი", რადგან ეჩვენებინა, რომ როდესაც სახელმწიფოს უჭირს, პირველრიგში ზებულონები დგებიან მის სადარაჯოზე და არა თავადები და მეფეები. . ზებულონი კი. . ზებულონისნაირი ბევრი არაა. . ბევრი კი არა, თითქმის არავინაა. . და თქვენ თუ დადგებით ასეთივე დილემის წინაშეროგორიც წიგნის მთავარი პერსონაჟი, თავად მიხვდებით ხართ თუ არა მისნაირი პატრიოტი. .