Fetch Your Copy ქრონიკული დაღლილობის სურნელი Devised By Aleko Shugladze Shared As Kindle

on ქრონიკული დაღლილობის სურნელი

გრძელი დაუსრულებელი სიზმარი გეგონება მთელი წიგნი, რომელშიც ყველას და ყველაფერს ქრონიკული დაღლილობის სურნელი ასდის. თხრობის სტილიც ისეთივე მშრალი და დაწრეტილია, როგორითაც სიზმრებს ვყვებით ხოლმე მხოლოდ ზოგადი ფაქტები დეტალებზე ჩაკირკიტების გარეშე. არავინ იცის შეიძლება სულაც კი არ "გგონია", მართლა სიზმარია ეს წიგნი და ღია დასასრულით ავტორმა უბრალოდ გამოღვიძების ბანალური ფლოტ ტვისტი აირიდა თავიდან. sitelink wordpress. com ფიქრებს დაპატიჟება არ სჭირდებათ, ყოველთვის კართან დგანან. ოდნავ მოეშვები თუ არა, ეგრევე შემოდიან და თუ არ გაატარე და უკანა კარიდან არ გაუშვი, რჩებიან და წკუის ოთახებში იწყებენ ბოდიალს. " ვერონკამაც დახუჭა თვალები. მერე, როგორც იქნა, ხელები ამოაძვრინა და კისერზე შემომაჭდო. ბაგე გახსნა , სუნთქვა გაუხშირდა და მე შევიცანი მისი პირიდან ამოსული ჰაერის ნაკადი ქრონიკული დაღლილობის სურნელი. "
მინდა, მცირე რეცენზია შემოგთავაზოთ წლევანდელი საბას ფინალისტ წიგნზე. იგი არის მაგიური რეალიზმი. თავიდან ყველაფერი იწყება ერთი კაცის ერთ ექსპედიციაში ჩართვით და გრძელდება კრიმინალური ჩახლართული ამბით. თითქოს საიდან სად ხო ჩემთვისაც უცხო და მოულოდნელი იყო ერთი სამყაროდან მეორე სამყაროში გადასროლა. თუმცა, უნდა ვაღიარო, საკმაოდ დიდი მუხტი და დინამიკა მოიტანა ამ ნახტომმა და მაგიურ რეალიზმში მოგზაურობამ.
სხვათაშორის,რომ ვკითხულობდი , სერგეი დოვლატოვი მახსენდებოდა. მასაც ასეთი თავისუფალი წერის სტილი აქვს. ვკითხულობდი " ქრონიკული დაღლილობის სურნელს " და მეგონა ავტორმა ცოტა დიდი მესიჯი მომწერა მესინჯერში ან თუნდაც მეილზე და ძმაკაცურად მიყვებოდა თავს გადახდენილ ამბავს ძალიან უშუალოდ წერს, გულწრფელად და ეს გიზიდავს სწორედაც. აბა, ხელოვნურად მოფიქრებული სიბრძნეების თავმოყრას რა უნდა
"ცხოველს მეტი ეპატიება , ვიდრე ადამიანს. მხეცს ისე ვერ შეიზიზღებ, როგორც ადამიანს. ისეთივე სიშმაგით ვერ დაედევნები და ვერ მოკლავ. ნადირის ქმედება შურისძიების საშინელ წყურვილს ვერ ბადებს ანუ მხეცი არ გძულს, უბრალოდ , გინდა, რომ მოკლა და გაანეიტრალო. შეიძლება , არც მოკლა და გალიაში გამოამწყვდიო.
ადამიანი კი
Fetch Your Copy ქრონიკული დაღლილობის სურნელი Devised By Aleko Shugladze Shared As Kindle
სიძულვილისთვის არის განწირული. რატომ წვავდნენ დამნაშავეებს ცოცხლად უბრალოდ , მოეკლათ და დაემთავრებინათ. რატომ ანიჭებდათ განწირულთა წივილი ასეთ სიამოვნებას არასდროს გამიგია, რომელიმე მხეცი ჯვარზე გაეკრათ. "
კრიმინალური მისტიკის შეიძლება ასეც ვუწოდოთ პარალელურად მიდის სასიყვარულო ხაზი ავტორმა კი უწოდა სიყვარული, მაგრამ მე ვორჭოფობ და სწორედ ეს ხაზი პერიოდულად ანეიტრალებს კრიმინალურ დრამას. თუმცა,ხანდახან პირიქითაც ხდება თითქოს.
" როგორ ძალიან მეკრობი , ჩამჩურჩულა ვერონიკამ,ასეთ ჩახუტებას მარტო მოლეკულები ვერ წარმოქმნიან.
რა მოლეკულები
არ გახსოვს, რომ მითხარი : თუ ყველაფერი დიდი აფეთქების შედეგად წარმოიშვა, მაშინ ადამიანებს შორის ურთიერთობაც , სიყვარულიც , მატერიალური ნაწილაკების, ატომების ვალენტობის, რაღაც ჰორმონების კომბინაცია გამოდის და აბსურდიაო. ჰოდა, მართალი ხარ, მარტო ეგ ვერ იქნება. "
უფრო დიდი აზრი ამ წიგნში რა არის იცით მტრის შეყვარება ისეთი მტრის, რომელსაც სიამოვნებით აწამებდი, მაგრამ ამის ნაცვლად, უნდა ადგე და შეიყვარო
"ქალებს ისეთი რჩევების მოცემა შეუძლიათ, კაცებს არც დაგვესიზმრება. ანუ წვები, იძინებ, იმის იმედად, რომ სიზმარში პასუხი მოვა. პასუხი კი არა, სიზმარსაც ვერ ნახულობ. დგები და ქალს ეკითხები. ისიც ყველაფერს გიხსნის და თაროებზე გილაგებს. იხტიბარს არ იტეხ , ეგ ხომ ვიცოდი, მეც ეგრე ვფიქრობდიო, და მიდიხარ პრობლემის მოსაგვარებლად. "
ქალის ამაყი სახე
მე უკვე ვიმოგზაურე ირკუტსკში ალეკო შუღლაძესთან ერთად, შევხვდი ერთ საინტერესო და დაუცველ ქალს,რომელსაც ქრონიკული დაღლილობის სურნელი ასდიოდა, მოვხვდი რაღაც სრულიად გაურკვეველ და მისტიურ ამბავშიც , თავს გადამხდა უცნაური ამბები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი კი მოულოდნელი და ჩემთვის წარმოუდგენელი ფინალით დაგვირგვინდა.
ამ მოგზაურობაში გეპატიჟებით თქვენც , დაე,ცოტა ხანს მოწყდით თქვენს რეალობას ნუ არც პირველ წიგნშიც იყო არც სამწერლო ენა, არც რამე განსაკუთრებული სიუჟეტი, მაგრამ იყო სინამდვილეც და მაგიაც. აქ კიდე სინამდვილე გაქრა, როგორც ზოგადად ჟანრობრივად, ისე კონკრეტული ამბიდანაც, მაგია პრინციპში არც იყო თავიდან და დარჩა ნაწერი მწერლის გარეშე. პრინციპში იყო კარგი მომენტებიც, ლინჩიც გამახსენა მომენტებში, მაგრამ რაღაცნაირად არასასიამოვნოდ.